რუსეთის აგრესიიდან 9 წლის თავზე, ენგურის ხიდზე გამოფენა გაიმართა. ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ზოლთან, "ევროპული საქართველოს" ლიდერები, პარტიის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 9 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის 1801-დან 2008 წლამდე, ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა იყო წარმოდგენილი.
„დღეს, როდესაც სოხუმში ჩადის პრეზიდენტი პუტინი, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ყველა ვდგავართ ერთად და ჩვენ არ შევეგუებით არასდროს რუსეთის უსამართლო ოკუპაციას საქართველოში. ამას ემსახურება "ევროპული საქართველოს" აქცია და ეს გამოფენა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.