C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობა სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებმა შეაფასეს.
პროგრამის მიმდინარეობის შესახებ უახლესი ინფორმაცია დელეგაციის წევრებს დავით სერგეენკომ გააცნო.
ამ დროისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 43 ათასამდე პირია რეგისტრირებული, საიდანაც 31 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობის კურსი.
„საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, პაციენტების 99 პროცენტი განიკურნა ვირუსისგან. გარდა ამ პრეპარატის მოწოდებისა, გილეანის კორპორაცია საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, სკრინინგების დიაგნოსტიკის საკითხებზეც მუშაობს,“ - განაცხადა კომპანია გილენის ვიცე-პრეზიდენტმა, გრეგ ალტონიმ.