საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების მემორიალი გახსნა ვარკეთილში, მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში.
ქვაჯვარი, სადაც მეომრების სახელები და გვარები ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა აკურთხა.
ეკლესიაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდიც გადაიხადეს.
„მე მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, თითოეული ჩვენი გმირის თავდადება, იმ საქმეში რასაც ჰქვია ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვა,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.