ახალგაზრდების ცხედრებს, რომლებიც დღეს ბათუმში, საცხოვრებელ ბინაში იპოვეს, გავრცელებული ინფორმაციით, სხეულზე ძალადობის ნიშნები აღენიშნებათ, თუმცა ოფიციალური ვერსია ჯერ უცნობია.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გრძელდება.
17 და 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცების ცხედრებს ბათუმში მათმა მშობლებმა მიაგნეს.
გარდაცვლილები ქალაქში დასასვენებლად იყვენ ჩასული. ახალგაზრდებთან დაკავშირებას მშობლები 4 დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ. ოჯახის წევრებმაც მათ მიერ ნაქირავები ბინა სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოებით იპოვეს. დაკეტილი კარები ძალის გამოყენებით გატეხეს, შიგნით შესულებმა კი ორივე მათგანი გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილებიდან ერთი პროფესიით მუსიკოსი და მეორე კი მოდელია.