რუსული ინტერვენცია და აგვისტოს ცხელი დღეების დროს ცხინვალის სოფლიდან დევნილმა ბავშვებმა გორიდან თბილისამდე გზა ზალიკო უდუმაშვილთან ერთად გაიარეს. თბილისის მერობის კანდიდატი მათ რუსულ აგრესიასა და ოკუპაციაზე უყვებოდა.
დევნილმა ბავშვებმა ზაალ უდუმაშვილს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს კურიერის სტუდიაში გატარებული წუთების გახსენება სთხოვეს.
თბილისის მერობის კანდიდატის ინიციტივით დევნილმა ბავშვებმა დღეს ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერეს.
დევნილ ბავშვებს დღეს ზაალ უდუმაშვილმა პირობა მისცა, რომ არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, დაღუპული სამხედროების შვილებს თბილისის მერია სტიპენდიას დაუნიშნავს.