18 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
ვერაზე ხანძრის ლიკვიდაცია გვიან ღამით მოხერხდა

ვერაზე, გოგებაშვილის მეორე ჩიხში, გაჩენილი ცეცხლის სრული ლიკვიდაცია ღამის პირველი საათისთვის მოხერხდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სახანძრო ბრიგადა ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩა.

ოპერაციაში 70 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. ხანძრის ჩაქრობას მაშველებთან ერთად ნიჩბებითა და ბარებით ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა.

ცეცხლი ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან საღამოს გაჩნდა. ხანძარი ძალიან სწრაფად გავრცელდა, თუმცა მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გახდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბოლო ინფორმაციით, ცეცხლი 2 ჰექტარს ეკიდა - ძირითადად ბუჩქნარს. საგანგებო სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ შექმნილ ვითარებაში ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა და ის ეფექტურიც ვერ იქნებოდა.

რამ გამოიწვია ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია. გამოძიება გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები