18 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
მთაწმინდაზე ხანძარი ლიკვიდირებულია - ადგილზე ისევ რჩებიან მეხანძრეები

მთაწმინდაზე ხანძრის ტერიტორიასთან 5 სახანძრო-სამაშველო მანქანა ამ დრომდე რჩება. ცეცხლის ლიკვიდირება გვიან ღამით მოხერხდა, თუმცა რამდენიმე მეხანძრე მუშაობას კვლავ განაგრძობს, რათა ხანძრის კვლავ გაჩენის პრევენცია მოხდეს.

„მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე რჩებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დანაყოფები, კერძოდ, 5 ერთეული სახანძრო ტექნიკა, 30-მდე მეხანძრე-მაშველები, რომლებიც პრევენციის მიზნით, ატარებდნენ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იყოს დარჩენილი კერების დასაქრობად. ამ მომენტისათვის აბსოლუტურად არცერთი კერა არ არსებობს ხანძრის ზონაში, ხანძარი შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრული ლიკვიდაცია გვაქვს,“ - განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ვერაზე გვიან საღამოს გაჩნდა და ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში დაახლოებით 70 მეხანძრე იყო ჩართული. დამწვარია 2 ჰექტრამდე ტერიტორია.

ამავე თემაზე
დღის ამბები