აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოეხმაურა. BBC-ის ჟურნალისტმა სტატია და ვიდეო მასალა მოამზადა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან გამართულ საპროტესტო აქციას ასახავდა. ავტორის თანახმად, ასობით ქართველმა რუსეთის მიერ კონტროლირებად სამხრეთ ოსეთთან ახლოს, მთავარ გზაზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრა და ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტა.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ 5 დღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს, რუსეთმა სამხედრო ობიექტების გარდა, დაბომბა ქალაქები, სამხრეთ ოსეთში მდებარე ქართული სოფლები კი, მთლიანად მიწასთან გაასწორა.
BBC-ის ჟურნალისტი წერს, რომ ოკუპაციის მიუხედავად, სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც საერთაშორისო გაერთიანების მიერ საქართველოს ტერიტორიებადაა აღიარებული.