30 სექტემბერი 2024,   17:28
ვრცლად
რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი ხევში გადავარდა

რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ შროშასთან ტრაილერი ხევში გადავარდა. შსს-ს ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მომხდარის მიზეზი უცნობია.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით გააფორმა. 

 

დღის ამბები