თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ქალაქის მერს „მანის“ ფირმის ავტობუსების გამოყენებისკენ მოუწოდებს. ალეკო ელისაშვილი ნარმანიას უწყებას წინასაარჩევნო მანიპულაციებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქალაქის მერი ავტობუსების ექსპლუატაციაში გაშვებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გეგმავს.
„რატომ ინახავს ამ ავტობუსებს? და რატომ ჰყავს აქ დაყენებული ასე ლამაზად? მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ, ერთბაშად, ყველა ავტობუსი გამოიყვანოს ქალაქის ქუჩებში. თბილისის მერია ამ საარჩევნო მაიმუნობებს მოეშვას და თავისი სამარცხვინო ვადის დასასრულს, ნარმანიამ ერთი ნორმალური რამე გააკეთოს ქალაქისთვის. მისცეს სატრანსპორტო კომპანიას მითითება, რომ გამოიყვანონ ყველა ავტობუსი ქუჩებში,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.