სვანეთში, უშბაზე ორ გერმანელ ტურისტს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება გუშინ შევიდა. ამ წუთებში უშბასთან სამაშველო რაზმები მუშოაბენ.
ტურისტების გაუჩინარების მიზეზი უცნობია, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ. უცნობია ისიც, აპირებდნენ თუ არა ტურისტები თავად უშბაზე ასვლას, რომელიც კავკასიონის ქედზე ყველაზე რთულ მწვერვალად ითვლება.