18 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩაერთო

სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩაერთო. სწავლების ფარგლებში ქართველ სამხედროებს საშუალება აქვთ, საბრძოლო მოქმედებაში უშუალოდ გამოსცადონ ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი „ჯაველინი“, ასევე სხვა მოწინავე აღჭურვილობა და ტექნიკა.

მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში, ვაზიანის პოლიგონზე საბრძოლო სროლის წვრთნისთვის ემზადებიან. დღევანდელ წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს ამერიკული ტანკები „აბრამსები.“

სწავლების წვრთნების ხელმძღვანელის მოადგილე, დენის უილი წვრთნების მნიშვნელობაზე საუბრობს და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს.

„ოპერაციები, რომლებსაც დღეს ვატარებთ, საშუალებას აძლევს სწავლებაში მონაწილე ქვეყნებს აწარმოონ თავდაცვითი ბრძოლა. დღეს ამ ოპერაციაში მონაწილეობს ტანკები, ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანები და სხვადასხვა სახის ტექნიკაც. ვიცავთ აღნიშნულ ტერიტორიას, ტექნიკის ნაწილი კი, საბრძოლო მანქანებს იცავენ მტრის ცეცხლისგან. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმმა. ხელმძღვანელობა ბევრს მუშაობს, რომ ჯარისკაცებმა სათანადო მომზადება გაიარონ უსაფრთხოების ოპერაციებისთვის. ისევე როგორც ყველა ჯარისკაცი, ქართველებიც გადიან წვრთნას, რომ ამოცანის შესასრულებლად მძიმე მეტეოპირობებმა ხელი არ შეუშალოს,” - განაცხადა დენის უილმა.

დღის ამბები