დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის მე-13 სართულზე ცეცხლი გაჩნდა.
ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, ადგილზე კი სახანძრო ბრიგადა კვლავაც რჩება.
როგორც "რუსთავი2"-ს სამაშველო სამსახურში უთხრეს, ცეცხლი კორპუსის გარშემო აგებულ ხის კონსტრუქციას მოედო.