სვანეთში, უშბაზე ორ გერმანელ ტურისტს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შეტყობინება გუშინ შევიდა. ამ წუთებში უშბასთან სამაშველო რაზმები მუშაობენ.
ტურისტების გაუჩინარების მიზეზი უცნობია. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება, თუმცა კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, მათ პოვნას მათი მარშრუტის არცოდნა აძნელებს.
„გუშინ მივიდა შეტყობინება 112-ში. ჩამოვიდა ვერტმფრენი, მთელი დღის განმავლობაში ეძებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერანაირი ნიშანწყალი ვერ იპოვეს, ვერც ზურგჩანთები, ვერც თოკი, არაფერი არ აღმოჩნდა. ალბათ, უახლოეს მომავალში კიდევ ალპინისტთა ჯგუფი წავა და გააგრძელებს სამაშველო ოპერაციებს, მაგრამ არ ვიცით ამ ეტაპზე, რომელ მარშუტზე წავიდნენ თუ სხვა მარშუტზე იარეს ამათ, სამწუხაროდ ესეც არაა ცნობილი,“ - აცხადებს კაპიტონ ჟორჟოლიანი.