ბათუმში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს, რომლებიც ნაქირავებ ბინაში იპოვეს, პოლიცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, თუმცა გარდაცვლილების ახლობლები მკვლელობაზე საუბრობენ. ამ ვერსიას ისინი რამდენიმე გარემოებით ხსნიან. მათ შორისაა მუქარის შემცველი შეტყობინებები, რომელსაც გიორგი ხაჭაპურიძე ბოლო პერიოდში იღებდა.
პოლიცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, თუმცა გარდაცვლილების ახლობლები მკვლელობაზე საუბრობენ. ამ ვერსიას ისინი რამდენიმე გარემოებით ხსნიან. მათ შორისაა მუქარის შემცველი შეტყობინებები, რომელსაც გიორგი ხაჭაპურიძე ბოლო პერიოდში იღებდა.
გიორგი ხაჭაპურიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის მიმართ შანტაჟი ხორციელდებოდა. ერთი თვის წინანდელ სტატუსში ის უკმაყოფილო იყო საგამოძიებო ორგანოების მუშაობით. წუხდა იმის გამო, რომ პირს, რომელიც მას აშანტაჟებდა და რომლის შესახებაც გამოძიებას ყველა მტკიცებულება ჰქონდა, ისევ თავისუფალი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გიორგი ხაჭაპურიძის მიმართვის საფუძველზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ვინ აშანტაჟებდა გარდაცვლილ მომღერალს, მისმა მეგობრებმა არ იციან.
გარდაცვლილი მომღერლის მეგობრებმა დღეს არაერთი საუბარი გაიხსენეს, როდესაც გიორგი ხაჭაპურიძე მასზე განხორციელებულ მუქარაზე უყვებოდა. ყველა ინფორმაციის გაანალიზების შედეგ, ხაჭაპურიძის მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ ის მოკლეს. მეგობრები ნარკოტიკების ინტოქსიკაციით გარდაცვალების ვერსიას არ იზიარებენ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
გიორგი ხაჭაპურიძის და მისი მეგობრის ცხედრები საკუთარ სახლებში წუხელ გადმოასვენეს.