18 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
პარალიზებულია თბილისის აეროპორტი - რეისები 3-4 საათიანი დაგვიანებით სრულდება

პარალიზებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მიზეზი კომპიუტერულ პროგრამებში ხარვეზია. ვერ ხერხდება მგზავრების ელექტრონულად დაფიქსირება, მათი რეგისტრაცია აეროპორტის თანამშრომლებს ხელით უწევთ. მათ ხელითვე გადააქვთ ბარგიც, რაც დიდ დროს მოითხოვს.

შექმნილი ვითარების გამო, ცოტა ხნის წინ აეროპორტში გაიხსნა ახალი ტერმინალი და პროგრამების გადაწყობა მიმდინარეობს. ყველა რეისი, რომელიც
ღამის 2 საათიდან უნდა შესრულებულიყო, დანიშნულების ადგილზე რამდნეიმე საათიანი დაგვიანებით მიფრინავს.

შეფერხება შეეხო სტამბოლის, ანტალიის, მიუნჰენის, ვარშავის, კიევისა და დუბაის მიმართულებით რეისებს. ავიაკომპანიების ნაწილი საკუთარ მგზავრებს ყველანაირად დახმარებას პირდება.

მგზავრებს შორის, რომლებსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლოდინი მოუწიათ, იყო "ახალი საქართველოს" ლიდერი.

დღის ამბები