30 სექტემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ავარია სოფელ რუხში - გარდაცვლილია მამაკაცი

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მომხდარ ავარიას. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი მარკის ავტომობილის მძღოლმა გზის გადაჭრა სცადა, რა დროსაც საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.

დაშავდა სამი ადამიანი, ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ერთ-ერთი მათგანი, საშუალო ასაკის მამაკაცი ოპერაციის დროს გარდაიცვალა, ორი კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები