თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხარვეზი გამოსწორდა. ელექტრონული პროგრამის გათიშვის გამო, ავიარეისები შეფერხებით 2 საათიანი დაგვიანებით სრულდებოდა.
ავიაკომპანიებს მგზავრების რეგისტრაციაში გატარება და ბარგის აღრიცხვა ხელით უწევდათ. შეფერხება სარეგისტრაციო სისტემა „სიტას“ ჰქონდა.