ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ავღანეთში დაღუპული უმცროსი სერჟანტის მდინარ ბებიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ამ წუთებში ჯარისკაცს მის მშობლიურ სოფელში, მარტოთუბანში მიასვენებენ. ავღანეთში დაღუპულ უმცროს სერჟანტს დღეს დაკრძალავენ.
ქართველი ჯარისკაცს პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრმა, პრეზინდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა და დეპუტატებმა.
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.