ავიაკატასტროფა ყაზახეთში - სამოქალაქო ავიაციის აკადემიის კუთვნილი თვითმფრინავი ალმაატის მახლობლად, აეროდრომიდან ორი კილომეტრის დაშორებით, ჩამოვარდა და აფეთქდა.
ბორტზე პილოტი-ინსტრუქტორი და კურსანტი იმყოფებოდნენ. ორივე მათგანი დაიღუპა.
კატასტროფის დროს თვითმფრინავი სასწავლო-საწვრთნელ დავალებას ასრულებდა.
მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.