18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
საქართველო-რუსეთის საზღვარზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო-რუსეთის საზღვარზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მოქალაქე, რომელიც საქართველოში გადმოდიოდა, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გრძელ რიგში შეუძლოდ გახდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პრობლემები გამშვები პუნქტის რუსულ ნაწილში შეიქმნა, რის გამოც კილომეტრიანი რიგები წარმოიქმნა.

ბოლო ორი დღეა, საქართველო რუსეთის საზღვრის ლარისის გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილება გართულებულია. 

„ამ დროისათვის ისევე, როგორც მთელი ამ დღეების განმავლობაში, საბაჟო გამშვები პუნქტი - ყაზბეგი მუშაობს ყოველგვარი შეფერხებების გარეშე. 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, თუმცა თქვენ იცით, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში დიდი შეფერხებებით მუშაობს რუსეთის ფედერაციის საბაჟო გამშვები პუნქტი, ზემო ლარსი, რის გამოც არის შეფერხება, როგორც გასვლაზე, ისე შემოსვლაზე და შესაბამისად, არის რიგები, თუმცა ეს რიგები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის რუსეთის მხარეს,“ - განაცხადა შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა ყაზბეგის გამშვებ პუნქტთან 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ.

დღის ამბები