ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ობიექტის დაცვის თანამშრომელი სცემეს. თვითმხილველთა თქმით, ახალგაზრდები ერთ-ერთ მაღაზიაში ნივთის მოპარვას ცდილობდნენ, რაშიც მათ ხელი დაცვის თანამშრომელმა შეუშალა. სწორედ ამას მოჰყვა მათი გაღიზიანება.
მამაკაცს ფეხი აქვს დაზიანებული. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები.
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.