სეზონის ყველაზე ცხელი დღე გადალახულია - დღეიდან თბილისში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიწევს. სიცხე შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოში, თუმცა აქ სინოპტიკოსები დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმებს ვარაუდობენ.
გუშინ თბილისში, მარნეულსა და მუხრანში თითქმის 40 გრადუსამდე სიცხე დაფიქსირდა - ეს ყველაზე ცხელი დღე იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ასეთი მაღალი ტემპერატურა ქვეყანაში წელს აღარ იქნება.