თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა, შემოდგომიდან ვაშლის დარიგების კამპანია დაიწყება. კამპანიის შესახებ განათლების მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალექსანდრე ჯეჯელავა ყველასთვის კვირაში ერთხელ ვაშლის ჩამორიგებას გეგმავს.
მისი აზრით, ეს სასარგებლო კამპანია იქნება, რომელსაც მალე მშობლებმაც უნდა მიბაძონ, რათა ბავშვებმა შესვენებაზე ვაშლი ჭამონ.
"ამ შემოდგომაზე დავიწყებთ კვირაში ერთხელ ვაშლის დარიგების კამპანიას. 1000-ზე მეტ ბავშვიან სკოლებში, თბილისში, ჯერ თბილისში ვიწყებთ და მერე გავაფართოებთ ამ პრაქტიკას, სექტემბრიდან დეკემბრამდე იქნება კვირაში ერთხელ ვაშლების დარიგება,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც კვირაში ერთხელ ვაშლი უნდა მიიღონ, 40 000-დან 60 000-მდე მერყეობს.