სოფელ კარალეთში, ვაშლის ბაღისთვის სეტყვისგან დამცავი ბადეების შესაძენად 35 900 ლარის დაფინანსება ფერმერმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მიიღო.
„პროგრამა ითვალისწინებს პირველადი მწარმოებლების, ფერმერების თანადაფინანსებას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების მოდერნიზებას,“ - განაცხადა საგრანტო პროექტის მენეჯერმა, თორნიკე კაპანაძემ.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ბადეების მოწყობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.