18 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
რუსეთის მცოცავი ოკუპაცია - საქართველოს ელჩმა გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა

რუსეთის მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებისა და ახალი მავთულხლართების გავლების თაობაზე საქართველოს ელჩი გაეროში წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გაეროს წევრმა ქვეყნებმა. მუდმივი მისიის წარმომადგენლებმა და ასევე, ელჩი შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში და ზუსტად ეს ბორდერიზაციის საკითხები იყო დეტალურად მიტანილი გაეროს წევრ ქვეყნებამდე და ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი საქმიანობა,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ საუბარი გაეროს სათაო ოფისში გაიმართა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ფიქრობს რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იმის მანიშნებელია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მხარს უჭერს. 

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ახალი მავთულხლარეთები სამეგრელოში გაავლო.

ამავე თემაზე
დღის ამბები