შინდისის ბრძოლიდან 9 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისთან ქართველი სამხედროების წინააღმდეგ რუსულმა არმიამ თითქმის ყველა სახის იარაღი გამოიყენა.
ბრძოლა ერთ საათს გაგრძელდა და სენაკის ოცეულის მხოლოდ 3 ჯარისკაცი გადაურჩა სიკვდილს. დღეს შინდისში 17 გმირის ისტორია გაიხსენეს.
შეტაკებიდან მხოლოდ 9 დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი გარდაცვლილი ჯარისკაცების ცხედრების გადასვენება.
ადგილობრივებისთვის სენაკის მეორე ბრიგადის გმირობა სამშობლოსათვის თავგანწირვის საუკეთესო მაგალითია. გმირების ხსოვნას დღეს პატივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს.