21 აგვისტოს მზის სრული დაბნელებაა. ამ ასტრონომიული მოვლენებისთვის მკვლევარები მთელ მსოფლიოში ემზადებიან. მათ შორის ემზადებოდნენ საქართველოშიც, მაგრამ ექსპედიცია წელს უსახსრობის გამო ვერ შედგება.
მზის ფიზიკური კვლევის სამსახურის ხელმძღვანელი, ვაჟა ყულიჯანიშვილი, მზის სრულ დაბნელებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 11-ჯერ დააკვირდა. უკანასკნელი ექსპედიცია, რომელიც ბიუჯეტის ფულით დაფინანსდა, 1991წელს იყო. შემდეგ სახელმწიფოს საქმეს მეცენატები აკეთებდნენ, ბოლო რამდენიმე წელი კი - ბიძინა ივანიშვილი.
ჰოლოგრაფიული მეთოდით დაკვირვების უახლესი ხელსაწყოს გამოცდის საშუალება ქართველ მკვლევარებს 21 აგვისტოს უნდა მისცემოდათ.
ამჯერად კი ქართველ მკვლევარებს აბასთუმნის ობსერვატორიაში მზის მხოლოდ ხელოვნური დაბნელების ნახვა შეუძლიათ.