30 სექტემბერი 2024,   17:30
ვრცლად
დღეს დიდგორობა აღინიშნება - დადგემილია სხვადასხვა აქტივობა

დღეს დიდგორობა აღინიშნება. დიდგორის ველზე დილიდან თეატრალიზებული წარმოდგენები და კონცერტები იმართება. მოეწყობა ქართული ტრადიციული რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენები.

დიდგორობასთან დაკავშირებით დაგეგმილია სახალხო სეირნობა. ასევე, ჩატარდება ტურნირები მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობასა და დოღში.  

ღონისძიებებს მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრებიან.

დღის ამბები