18 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
ორი ექსკავატორი და ოთხი ტრაქტორია იმ ტერიტორიაზე - კახეთის რწმუნებული ომალოში მეწყერსაშიშ ზონაზე

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი, ომალოში მეწყერსაშიშ მდგომარეობაზე საუბრობს. ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოება საქმის კურსშია საშიშროების შესახებ და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ტრაქტორი არ შეიძლება, რომ ამ ერთ გზაზე ისეთი სიჩქარით მოძრაობდეს, რომ ადამიანმა თვალი ვერ მოჰკრა. ორი ექსკავატორი არის და ოთხი ტრაქტორი არის იმ ტერიტორიაზე მობილიზებული იმიტომ, რომ პერიოდულად ნაშალი მოაქვს და პერიოდულად იწმინდება,“ - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

თუშეთისკენ მომავალ გზაზე დღეს დილიდან შეზღუდვები იყო. აბანოს უღელტეხილზე, ომალომდე 20 კილომეტრით დაშორებით, რამდენიმე მეტრიან მონაკვეთში ქვები ცვიოდა.

მეწყერსაშიშ ზონასთან დაკავშირებით, ტურისტები გაფრთხილებულები იყვნენ. 

დღის ამბები