ფონიჭალაში ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე, გულნარა ჯაფაროვა, მისი ოჯახის წევრების მიმართ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს. გულნარა ჯაფაროვას თქმით, მისი მეუღლე და მაზლი ნარკოტიკებს არ ყიდიან და ოჯახი შეშის გაყიდვით ირჩენს თავს.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ზუსტად იცის, ვინ ყიდის მათ სიახლოვეს ნარკოტიკს, თუმცა, ამ ეტაპზე მათი სახელების დასახელებისგან თავს იკავებს.
„კილოობით ყიდიან, მთელმა ხალხმა ვიცით ვინ არის, სახელიც,“ - აცხადებს გულნარა ჯაფაროვა.
გუშინ ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან ძმები ჯაფაროვები.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.