ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ჩქუმისა და ქულბაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბზის კორომების შეწამვლა დაიწყო. სოფლებში გავრცელებულმა მავნებელმა მწერმა, ალურამ ბზის კორომების ხმობა გამოიწვია.
მონიტორინგის მიზნით, ბზის კორომების ფართობზე 100-მდე ფერომონიანი მწერსაჭერებიც განთავსდა. სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსიც დაესწრო.
სატყეო სააგენტო ბზის კორომების შეწამვლით სამუშაოებს ამბროლაურშიც, შარეულას ხეობაშიც განახორციელებს. ჯამში სულ დამუშავდება 150 ჰექტარი ბზით დაფარული ფართობი.