17 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
ბორჯომში კვადროციკლის ამოტრიალების გამო არაბი ტურისტი გარდაიცვალა

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ტურისტი ქალბატონი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. მათგან ერთ-ერთი დაშავებული ბავშვია, რომლიც კლინიკაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, კვადროციკლი რომლითაც ქალბატონი და კიდევ რამდენიმე ადამიანი გადაადგილდებოდა, ამოტრიალდა. 

გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი ქალბატონი და დაშავებულები არაბი ტურისტები არიან.

აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2“-თან საუბრისას დაადასტურა. უწყებაში განაცხადეს, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

დღის ამბები