18 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
აუცრელი ბავშვები შესაძლოა სკოლებისა და ბაღების მიღმა დარჩნენ

აუცრელი ბავშვები შესაძლოა, სკოლებისა და ბაღების მიღმა დარჩნენ. ეს სანქციები ახალი საკანომდებლო პაკეტის ნაწილია, რომლის თანახმად ბავშვთა აცრები საქართველოში, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ინიციატივა დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკუთვნის.

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ დაავადების გავრცელების საწინააღმდეგო აცრების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ამის აუცილებლობას ეპიდემიების თავიდან აცილების მიზეზით ხსნიან. ექიმები კანონპროექტს მხარს უჭერენ.

იძულებითი აცრების იდეას მკვეთრი მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებაში ”გირჩი” ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი მშობლის გადასაწყვეტია, ეს აცრა კი მათ უფლებას ზღუდავს.

ოპოზიცია შიშობს, რომ იძულებამ შესაძლოა ვაქცინაციისადმი სკეპტიკური განწყობა უფრო გააძლიეროს, ამიტომ პროექტის სწორად წარმართვისთვის პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ვაქცინაციის შესახებ კანონი შესაძლოა მომავალი წლიდან ამოქმედდეს. ამ ეტაპზე იძულებითი ვაქცინაცია მხოლოდ კვლევითი ლაბორატორიების თანამშრომლებს უტარდებათ. საქართველოს ეროვნული კალენდრით, ბავშვისთვის, დაბადებიდან 14 წლამდე, აცრები სულ 12 დაავადებაზეა გათვალისწინებული. ვაქცინაცია ქვეყანაში უფასოა.

დღის ამბები