18 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
წლების წინ მიღებული და შეუსრულებელი პირობა - სოფელი ხიდისთავი ისევ წყლის გარეშეა

გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის მოსახლეობას წლების შემდეგ ისევ წყლის პრობლემა აწუხებს. სოფლის მაცხოვრებლებმა წყლის პრობლემის მოგვარების პირობა გამგებლისგან რამდენიმე წლის წინ მიიღეს, თუმცა სოფელს წყალი ამ დრომდე არ აქვს.

მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელს წყალი მესამე თვეა, საერთოდ არა აქვთ.

სასმელი წყლისთვის ადგილობრივები ყოველდღე რამდენიმე კილომეტრს გადიან. 1300-კომლიანი დასახლება გორიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. ხიდისთაველებს სარწყავი წყლის პრობლემაც აქვთ. სოფელი ხიდისთავი არც ბუნებრივი აირით მარაგდება.

წყლის პრობლემის არსებობას გორის გამგეობაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მის მოსაგვარებლად 5-მილიონიანი პროექტის განსახორციელებელი სამუშაოები დაწყებულია.

ხიდისთავის მსგავსად, წყალი რაიონში კიდევ რამდენიმე სოფელს ან საერთოდ არა აქვს ან გრაფიკით მიეწოდება.

 

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე

დღის ამბები