18 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
უბედური შემთხვევა ბორჯომში - 4 დაშავებული კლინიკაში რჩება

უბედური შემთხვევა ბორჯომის ხეობაში - კვადროციკლის ხევში გადავარდნის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი ქალბატონი საავდმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაშავებულთაგან 5 მცირეწლოვანია, 4 კი მოზარდი. 

რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, რომ  4 არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. დარჩენილი 4 პაციენტიდან, 2 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, 2-ის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა.

9 დაშავებულიდან 8 უცხოეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები