18 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
მეწყერი წესი-ურავის გზაზე - ლუხუნის ხეობაში სოფლებთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის შეკეთება მიმდინარეობს

სტიქია რაჭაში - წესი-ურავის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ძლიერი ქვათაცვენის გამო, შესაბამისი სამსახურები მგზავრებს ეტაპობრივად ატარებდნენ.

არსებული ვითარების გასაცნობად რაჭაში დღეს გეოლოგების დიდ ჯგუფსაც ელოდებიან. მათი დასკვნების საფუძველზე შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რის შემდეგაც გზის წმენდა უფრო ინტენსიურ რეჟიმში გადავა.

სამ სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მთის ნაწილი გუშინ ჩამოიშალა. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ლუხუნის ხეობაში მდებარე სოფლებთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის შეკეთების სამუშაოები.

„ძლიერი ქვათაცვენის გამო, ინტენსიური სამუშაოები ვერ მიმდინარეობდა. პატრულირებს გზაზე პოლიციის შესაბამისი სამსახურები და იმ პერიოდში, როდესაც ქვათაცვენა შეჩერებულია, ვახერხებთ მგზავრების გადაადგილებას. ინტენსიურად მიდის მუნიციპალური ტექნიკის მუშაობა ალტერნატიულ გზაზე და დღის განმავლობაში სრულად იქნება შესაძლებელი მაღალი გამავლობის მანქანების გატარება ალტერნატიულ შემოვლით გზაზე,“ -განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ.

დღის ამბები