სვანეთში ბანგურიანის მთაზე ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ. ცეცხლის ლოკალიზება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ჯერ კიდევ დღის ბოლოს შეძლო, თუმცა ხანძრის მცირე კერები კიდევ არსებობს.
ხანძარი 2 ჰექტრამდე ფართობს გაუჩნდა. რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ჩაქრობას სამაშველო ბრიგადები ვერ ახერხებდნენ, რის შემდეგაც ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი დაუდევრობა ან მაღალი სიცხეებია.