ბორჯომში კვადროციკლის ხევში გადავარდნის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დაშავებულებს შორისაა 4 წლის ბავშვიც.
უბედური შემთხვევა ე.წ. პლატოს აღმართზე მოხდა. კვადროციკლით საქართველოში ჩამოსული ტურისტების ოჯახი გადაადგილდებოდა.
შემთხვევის შედეგად ქალბატონი გარდაიცვალა, მისი მეუღლე, ბავშვები, ძიძა და კვადროციკლის მძღოლი კი მძიმედ დაშავდნენ. ისინი ბორჯომის საავადმყოფოში იმყოფებიან.
დღის ბოლოს დაშავებული 4 არასრულწლოვანი კლინიკიდან გაწერეს. მიმდინარეობს გამოძიება.