18 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ჩვენს ბიჭებს ომი არ წაუგიათ, ჩვენი ბიჭები იყვნენ ზვარაკად შეწირულნი - გმირთა მემორიალთან აფხაზეთის ომში გარდაცვლილებს იხსენებენ 

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან დღეს 25 წელი შესრულდა. დაღუპულთა პატივსაცემად და 1993 წლის მოვლენების გასახსენებლად თბილისში, გმირთა მემორიალთან, დილიდან იკრიბებიან დაღუპულთა ახლობლები და პოლიტიკოსები.

გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ტრაგიკულ დღეს იხსენებენ.

„ჩვენს ბიჭებს ომი არ წაუგიათ, ჩვენი ბიჭები იყვნენ ზვარაკად შეწირულნი. ჩვენი ბიჭები ისევ ჩვენმა საქართველოს მთავრობამ გაყიდა. ამ მწარე მოგონებით ვცხოვრობდი,“ -აცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.

გმირთა მემორიალთან აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ.

„ეს ომი უნდა გვესმოდეს, რომ არის სამოქალაქო ომი, ყველაზე საშინელი ომი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გზით მიდის დღეს საქართველო, რადგან აცხადებს, რომ არავითარ საომარ მოქმედებებზე ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია. მხოლოდ ურთიერთობით, მხოლოდ სახალხო დიპლომატიით იმ ძველი ურთიერთობის გაგრძელებით შეიძლება გადავრჩეთ ერთად, იმიტომ, რომ თუ ხვალ აფხაზურ ეთნოსს ემუქრება გაქრობა, ზეგ დადგება ეს საკითხი ქართული ეთნოსის წინაშე,“ - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ე.წ.-მა „აფხაზურმა გვარდიამ" პირველად სწორედ 14 აგვისტოს გაუხსნა ცეცხლი ოჩამჩირის რაიონში.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 ათასი კი დევნილად იქცა.

დღის ამბები