ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჰვითაში ადამიანის ცხედარი იპოვეს. არ არის გამორიცხული, გარდაცვლილი გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე 19 ივლისს გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძე იყოს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ბერაძე ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე 19 ივლისს გაუჩინარდა. მიუხედავად იმისა, რომ ისლანდიის შესაბამისმა უწყებებმა სამძებრო ღონისძიებები ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების დღესვე დაიწყეს, რთული რელიეფის გამო მისი პოვნა ვერ მოხერხდა.
სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა ჩანჩქერში და მდინარეში, ასევე მდინარის სანაპიროზე, რისთვისაც გამოყენებული იქნა სამხედრო-საზღვაო ვერტმფრენები.