18 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
სოფელ ზემო ბოშურის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

პროტესტი გორის მუნიციპალიტეტში - სოფელ ზემო ბოშურის მოსახლეობა უგზოობას აპროტესტებს. 

ადგილობრივების განცხადებით, სოფლებამდე მისასვლელი გზა რამდენიმე თვეა, მთლიანად გადათხრილია, შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა, გადაადგილება უჭირს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და სასწრაფო დახმარების მანქანებს.

მათივე თქმით, ამ დრომდე სოფელში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ მისულან და პრობლემით არ დაინტერესებულან.

დღეს ადგილობრივებს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა, შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

„აქ, ატენის ხეობაში, ხდება ზუსტად ის, რაც ხდება დანარჩენ საქართველოში. აგერ, ვხედავთ, მთელი გზა არის გათხრილი, დატოვებულია. ისიც არ არის გარკვეული, წყლის მილი იდება,  გაზის მილი იდება. ეს ყველაფერი ასე არის დატოვებული, მანქანა ვერ აუვლის გზას. ამას ასე რომ დააგდებ, მერე მადლობას ვინ გეტყვის, როდესაც ოდესმე დაამთავრებ. ქართული ოცნების უნიათობა უკვე გადასულია მავნებლობაში და ეს მავნებლობა ამ არჩევნებზე უნდა დამთავრდეს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები