18 ნოემბერი 2024,   16:01
ვრცლად
აქცია განმუხურში - „GEM Fest"-ზე დასაქმებულები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

აქცია განმუხურში - ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე დასაქმებულებმა „GEM Fest"-ის შესასვლელი კარი ჩაკეტეს. აქციის მონაწილეები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. მათი განცხადებით, დაპირებული 500 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 100 ლარი გადაუხადეს.

ის, რომ "GEM Fest"-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სოლიდური დაფინანსების მიუხედავად, ფინანსური პრობლემები აქვს, ფესტივალის ორგანიზატორიც ადასტურებს. ამის შესახებ გიორგი სიგუამ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ხალხის სიმცირე ღონისძიებაზე და მწირი შემოსავალი უამინდობის ბრალია.

დღის ამბები