18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
სკანდალური აუდიო ჩანაწერები და პასუხგაუცემელი კითხვები - სუს-ში დაუსრულებელი გამოძიებები მიმდინარეობს

საგამოძიებო უწყებებს უკრაინული საიტის მიერ გავრცელებული სკანდალური აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება არ დაუწყიათ. „Страна.ua"-ს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში სავარაუდოდ შს მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მთავრობის მაღალი რანგის წევრების პოზიციას ვითომდა უკრაინელ კოლეგას აცნობს და სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარს აცხადებს.

თუმცა, აუდიო ჩანაწერების გავრცელების დროს სუს-ი გამოძიებას დაუყოვნებლივ იწყებს, როგორც მოხდა 2015 წლის ოქტომბერში. ამ პერიოდში გავრცელდა, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრები „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან და „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ საერთაშორისო მდივანთან.

აუდიო ჩანაწერებში „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრობდნენ, რაც სუს-ში კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივად შესაცვლელად მიმართულ ქმედებად შეაფასეს და გამოძიებაც შესაბამისი მუხლით დაიწყეს. თუმცა, ამ დრომდე გამოძიების შედეგები არ საჯაროვდება და ასევე უცნობია, ჩანაწერების ავთენტურობა.

უკრაინულ საიტზე ქართველი პოლიტიკოსების საუბრების გამოქვეყნება განსაკუთრებით გასული წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე გააქტიურდა. თუმცა, გამოძიების მსვლელობის დროს დაკითხულები აუდიო ჩანაწერების ავთენტურობას უარყოფენ.

2015 წლის ოქტომბერში დაწყებული გამოძიება ისევ გრძელდება. თუმცა, ამ გამოძიების ირგვლივ გაჩენილი კითხვები ისევ პასუხგაუცემელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები