18 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
დახურული ბარები აღმაშენებელზე - მერიის მიმართ გამოხატული პროტესტის ნიშნად ისინი მუშაობას წყვეტენ

აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე კაფეების დიდი ნაწილი დაკეტილი იყო. 16-მა ობიექტმა დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება თბილისის მერიის მიმართ გამოხატული პროტესტის ნიშნად მიიღო.

ზედამხედველობის სამსახურმა მხოლოდ 16 კაფე-ბარი გააფრთხილა და ოფიციალურ შეტყობინებაში ეწერა, რომ საზაფხულო კაფეს გარე პერიმეტრზე მოწყობის შემთხვევაში ისინი 10 000 ლარით დაჯარიმდებოდნენ.

დღეს აღმაშენებლის გამზირზე კაფე-ბარების მეპატრონეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკებაც მოხდა. თურქი ინვესტორები შერჩევით სამართალზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლას ახდენს.

ბარების ნაწილმა, რომლებსაც გარე ტერიტორიის იჯარის პროცედურა დაწყებული ჰქონდა, აღნიშნული გაფრთხილება მაინც მიიღეს. მეპატრონეები აცხადებენ, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურს შესაბამისი დოკუმენტაცია დროულად წარუდგინეს, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ქალაქის ხელმძღვანელობაში კი ამტკიცებენ, რომ ზედამხედველობის სამსახურმა ისინი დადგენილ ვადაში გააფრთხილა.

დახურული კაფე-ბარები მუშაობას იმ დრომდე ვერ განაახლებენ, ვიდრე მერიის არქიტექტურის სამსახურისგან შესაბამის უფლებას არ მიიღებენ. ისინი საბოლოო დასკვნა 31 აგვისტოს ელოდებიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები