დარიალის ხეობაში შექმნილი ვითარების გამო დაკეტილი იყო ღამის განმავლობაში საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი". სამუშაო პროცესი ამჟამად აღდგენილია, თუმცა შეფერხებამ რამდენიმე კილომეტრიანი საცობები შექმნა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, მომდევნო დღეებში საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საპატრულო პოლიციის შემდგომ რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული.
საგანგებო მდგომარეობა და განგაშის სიგნალი დევდორაკის მყინვარზე ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას მოჰყვა.