18 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
ხელისუფლებას მოუწევს გამოძიება ჩაატაროს - არასამთავრობოები სკანდალური ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული სკანდალური სატელეფონო ჩანაწერის ავთენტიკურობის დადგენასა და ეფექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სავარაუდოდ შინაგან საქმეთა მინისტრის სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

„მოცემულობას არც მინისტრის განცხადება ცვლის ამ შემთხვევაში და არც პრანკერების განცხადება. ფაქტია, რომ ასეთი ტიპის საკითხებზე აუცილებელია სახელმწიფომ ჩაატაროს გამოძიება. მე ვფიქრობ, რომ დღეს ან ხვალ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს ეს გამოძიება ჩაატაროს, იმიტომ, რომ მისთვის იქნება ძალიან მძიმე პოლიტიკური ტვირთი ამ კითხვაზე პასუხის არ გაცემა სამართლებრივი არგუმენტებით,“ - განაცხადა "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები