18 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
კოსმეტიკური ცვლილებები - სამოქალაქო სექტორი უბარიერო სისტემას არაფრის მომცემს უწოდებს 

საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციაში "კოსმეტიკური ცვლილებების" შეტანის მცდელობაში ადანაშაულებს სამოქალაქო სექტორი.

არასამთავრობო ორგანიზაციებში დარწმუნებული არიან, რომ უბარიერო სისტემა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში არსებულ ხარვეზებს ვერ გამოასწორებს. ოპოზიციასთან ერთად, უცვლელია სამოქალაქო სექტორის პოზიცია - მთავარ მოთხოვნად ისინი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ასახელებენ.

„ბარიერი რამდენ პროცენტიანი იქნება რეალურად, მთავარ პრობლემას საარჩევნო სისტემისას ვერ უპასუხებს ვერანაირად, ვინაიდან ბარიერი ეხება მხოლოდ პროპორციულ ნაწილს და მთავარი პრობლემა არსებობს მაჟორიტარულ ნაწილში. როგორც ჩან, ძალიან რთული იქნება, რომ საერთოდ არაფერი არ შეცვალონ ვენეციის კომისიის კრიტიკის შემდეგ, რაღაც უნდა შეცვალონ და ცდილობენ, რომ კოსმეტიკური ცვლილებები შეიტანონ,“ - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები