ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გუშინ გვიან ღამემდე გადაკეტილი იყო. მიზეზი „ჯემ ფესტის“ ბილეთების კონტროლიორების პროტესტია. ისინი კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, "ჯემ ფესტის“ ადმინისტრაციამ შეთანხმება არ შეასრულა და მათ შეთანხმებულზე გაცილებით ნაკლები თანხა ჩაურიცხეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები. აქციის მონაწილეები დღეს საჩივრით უკვე სასამართლოს მიმართავენ.
„გაჩერებას არ ვაპირებთ, ვიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას და "ჯემფესტის" ადმინისტრაციას შევხდებით სასამართლოში ჩვენი შრომითი უფლებების დასაცავად,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ცაბუნია ვართაგავამ.