18 ნოემბერი 2024,   16:01
ვრცლად
დარიალის ხეობაში ამინდი ისევ გაუარესდა

დარიალის ხეობაში ამინდი ისევ გაუარესდა. ხეობაში ამ წუთებში ძლიერი ნისლია. გარემოს დაცვის სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან და ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირებისთვის ემზადებიან. სპეციალისტების განცხადებით, ღვარცოფის საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს და მოძრაობა აღდგენილია.

ექსპერტების განცხადებით, რომლებიც ამ წუთებშიც ადგილზე მუშაობენ, საფრთხე მყინვარიდან მასის მოწყვეტის, ოქტომბრის ბოლომდე არსებობს. მათივე თქმით, დევდორაკის მყინვარზე ღვარცოფული პროცესების წარმოქმნას ნალექის გამო დაგროვებული წყლის მასის წამოსვლა და მყინვარის დნობა იწვევს. სწორედ ამიტომ, სპეციალისტების განცხადებით, სტიქიის საფრთხე ჯერ მოხსნილი არ არის.

ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. მათი განცხადებით, უწყებას არსებული ვითარება უმაღლეს კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

„თუ ადგილი ექნება რაიმე ტიპის პროცესების გამწვავებას, ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნას, დროული შეტყობინების სისტემის საშუალებით, ისევე როგორც გუშინ მოხდა, გადაეცემა შესაბამის ინსტიტუციებს. აყვანილი არის უმაღლეს მონიტორინგზე, ვაკონტროლებთ აბსოლუტურად სიტუაციას. გუშინ შედარებით რბილად ჩაიარა სიტუაციამ, იმიტომ, რომ ღვარცოფული ნაკადის სიჩქარე 40 კმ საათში აღწევდა, რამაც ინფრასტრუქტურის დაზიანება არ გამოიწვია,“ - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ.

დღის ამბები